დღევანდელი ყრილობის მთავარი საკითხი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იყო. ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ყრილობას ესწრებოდა თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც სამწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნდა. მისი განცხადებით, ოპოზიცია ძალიან დასუსტებულია და ხელისუფლების ქმედებების კონტროლს ვერ ახერხებს, რაც მმართველი გუნდისთვის გარკვეულ გამოწვევებს აჩენს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავება გახდა მთავარი მიზეზი და არგუმენტი, რის გამოც სამწლიანი პაუზის შემდეგ, ის პოლიტიკაში დაბრუნდა. ამასთან აღნიშნა, რომ ახლა ქვეყნის მთავარი ამოცანა ევროინტეგრაციაა და ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მმართველმა გუნდმა, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მრჩეველი იქნება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.