ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 81 მილიონი ლარი გამოიყო

17.04.2014 01:17

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 81 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხიდან მიმდინარე წელს კახეთში, 78 პროექტის განხორციელებაზე 14 მილიონ 316 ათას 208 ლარი დაიხარჯება. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს" თელავის გამგეობის ინფასტრუქტურისა და არქიტექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ გოგიაშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მაშტაბით, დაგეგმილია სასმელი წყლის და გზების სარეაბილიტაციო, სანიაღვრე არხების მოწყობა - რეაბილიტაციის და სხვა სამუშაოები. მისი თქმით, პრიორიტეტები ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად განსაზღვრა. თელავის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2014 წელს 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 18 პროექტი განხორციელდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1jNs6YV

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 20 მლნ ლარი გამოიყო
01:13

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 20 მლნ ლა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განათლების მინისტრის განცხადება
01:53

განათლების მინისტრის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

წელს დადგემილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 მილიარდ 3 მილიონი ლარი დაიხარჯება
05:05

წელს დადგემილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 მილიარდ 3 მ...

Business Media Georgia

2018 წლის ზაფხულზე ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯა
01:49

2018 წლის ზაფხულზე ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის...

Rioni.TV

400 მილიონი ლარი დედაქალაქში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - კალაძის გეგმები
01:33

400 მილიონი ლარი დედაქალაქში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

#ახალიდღე  3 5 მილიარდი ევრო საქართველოს ინფრასტრუქტურისთვის
15:24

#ახალიდღე 3 5 მილიარდი ევრო საქართველოს ინფრასტრუქტურისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის გადაწყვეტილება
00:43

ევროკავშირის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

განათლების რეფორმა
03:00

განათლების რეფორმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო