„მაჩაბელა" - პრემიერა თელავის თეატრში


სპექტაკლის პრემიერა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. „მაჩაბელა\"- ამ სახელწოდების წარმოდგენა მსახიობმა თემურ ხუნაშვილმა თელაველ მაყურებელს შესთავაზა. მონოსპექტაკლი მაჩაბელას დასის მოღვაწეობის პერიოდს ასახავს, რომელიც 1795 წელს კრწანისის ველზე აღა--მაჰმად --ხანთან საბრძოლველად წავიდა. ბრძოლაში ყველა მსახიობი დაიხოცა. თეატრალური დასი ერეკლე მეფის კარზე მსახურობდა. თელავის თეატრის მსახიობის, თემურ ხუნაშვილის განცხადებით, „მაჩაბელას\" სცენაზე გაცოცხლებით იმ ადამიანების ხსოვნას მიაგებს პატივს, რომელთა დახმარებითაც თეატრი განვითარდა და ფესვები გაიდგა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1m4dHIt

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან