რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს


რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლი.

ქვეყანა რუსი სამხედროების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს გლოვობს. ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, სასწრაფოდ გადმოსცეს დამნაშავე, რომელმაც გუშინ სოფელ კირბალის მკვიდრი ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ მისსავე ავტომობილში მოკლა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება ლევან დათიაშვილი, რომელიც გინტურის მკვლელობის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მოკლულის მანქანა ახლაც კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას, რის გამოც ქართველი სამართალდამცავები მის დათვალიერებას ჯერ ვერ ახერხებენ. მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა. მთავარი მოწმე ცხინვალის ე.წ. იზოლატორში მყოფი ლევან დათიაშვილია, რომლის მონახულებას დღეს წითელი ჯვრის წარმომადგენლები გეგმავენ. 

„მოამბე“ დილიდან სოფელ კირბალში მუშაობს, - ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან