ფოტოგამოფენა "სირია: მხილება"

06/04/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

დ.შევარდნაძის სახლობის ეროვნულ გალერეაში, თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის „Tbilisi Photo Festival 2012\" ფარგლებში შედგა მსოფლიო პრემიერა ფოტოსერიისა „სირია: მხილება\".

გამოფენა ფოტოგრაფთა იმ პატარა ჯგუფის ფოტოებს აერთიანებს, რომლებმაც უკანასკნელი თვეების მანძილზე სირიაში მიმდინარე დრამატული პოლიტიკური მოვლენების განვითარების დოკუმენტირება შეძლეს. ზოგიერთ მათგანს ეს დიდი რისკის, ზოგსაც კი სიცოცხლის ფასად დაუჯდა; ახალგაზრდა ფრანგი ფოტოჟურნალისტი რემი ოშლიკი 22 თებერვალს, ქალაქ ჰომსში, ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებული ძალების მიერ უცხოელ ჟურნალისტთა პრეს-ცენტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

გამოფენა რემი ოშლიკის გარდა, ალესიო რომენცის, პოლ კონროის, უილიამ დენიელსის, სტეფან დოკის, სეამუს მერფისა და უცნობი სირიელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და სირიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი სულისშემძვრელი დოკუმენტაციაა.

web-page: http://www.mcs.gov.ge
faceebook: http://www.facebook.com/culturegovge
twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge
youtube:    / culturegovge  
flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg...
myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან