რა საჭიროებები აქვთ ქალებს, ახალგაზრდებს და ეროვნულ უმცირესობებს ბორჯომში - SJMC-ის კვლევა
06/24/2022
ტელეკომპანია ბორჯომი-ის
მიერ
რა გამოწვევები აქვთ ბორჯომში მცხოვრებ ქალებს, ახალგაზრდებს და მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ჯერ მათი საჭიროებები გამოიკვლია, შემდგომში კი შედეგები საზოგადოებას გაუზიარა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, საკრებულოს დეპუტატები, გენდერული საბჭოს, ქალთა ოთახის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
შეხვედრა გაიმართა “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ SJMC-ს მიერ პროექტის - ,,თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესების დაცვისათვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ.
#ტელეკომპანიაბორჯომი