საარჩევნო ბარიერი არ იცვლება

15.11.2023 06:36

გადაწყვეტილება მიღებულია - ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, საარჩევნო ბარიერი არ დაიწევს. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ერთი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აღარ დაუბრუნდება. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სტაბილურობის არგუმენტით ხსნის და პოზიციას 2020 წლის არჩევნების გამოცდილებითაც ამყარებს. ბარიერის არ დაწევა ოპოზიციისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლებას მრავალპარტიული პარლამენტი არ სურს. ბარიერის გარშემო დაპირისპირებამ პოლიტიკური რეიტინგების თემა და ბოლო სოციოლოგიური კვლევები კიდევ ერთხელ გაააქტიურა. იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკების შექმნა იკრძალება, ოპოზიციას დიდი ალბათობით ალიანსების ფორმირება და გადაჯგუფება მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო