გიორგი შაქარაშვილის საქმე - ადვოკატების განცხადება


გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ბიძინა სტურუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, სასამართლოებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პროცესები, რომლებიც არ არის ვადაში შეზღუდული, უნდა გადაედოთ, თუმცა საქმის მოსამართლემ პირიქით, განსახილველად კიდევ ერთი დღე დაამატა. ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, უფლებადამცველები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველს მიმართავენ, განიხილონ მოსამართლის გადაწყვეტილება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან