კობალაძე საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

05.02.2024 01:14

საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე უკვე ორ საათზე მეტია ფინანსურ პოლიციაში იმყოფება. საგამოძიებო უწყება კობალაძის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების, შესაძლო მითვისების ფაქტს იძიებს. მის დაბარებას საგამოძიებო უწყებაში სწორედ ავტორ-შემსრულებელთა ერთობლივი განცხადება დაედო საფუძვლად. კობალაძემ გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მისმა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ კი თანხების გაფლანგვა ან მითვისება უარყო და თქვა, რომ ავტორ-შემსრულებლებისთვის ჰონორარის სახით, საჭიროზე მეტიც კი არის გადახდილი. ორი დღის წინ, გამოძიებამ ასოციაციის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და გარკვეული სახის დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: