„ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში „როვიგომ“ დაამარცხა
10/15/2017
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი \"ბათუმი\" ევროპული რაგბის \"კონტინენტური ფარის\" გათამაშებაში პირველ მატჩში იტალიაში \"როვიგოს\" ესტუმრა და დაძაბულ თამაშში წააგო.
ბათუმელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ 0:15. იტალიელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს: მასპინძლებმა ჯერ ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენეს. მერე ჯარიმაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს 10:15.
ბათუმელებმა ტაიმის ბოლოს უპირატესობა ისევ მოიპოვეს და ლელო დადეს, რაც გარდასახვის გამოყენებას მოჰყვა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის უპირატესობა ისევ სოლიდური გახდა 10:15.
მეორე ტაიმში არბიტრმა „როვიგოს“ მოთამაშე გააძევა. თუმცა, მოულოდნელად, იტალიელებმა სწორედ ამ დროს, კაცნაკლულებმა დადეს ლელო და გარდასახვით ისარგებლეს. მერე ეს კიდევ ორჯერ მოახერხეს და 57-ე წუთზე დაწინაურდნენ 31:22.
„ბათუმმა“ გაიბრძოლა და 62-ე წუთზე მორიგი ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ შეასრულა 31:27. დიდი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მეტი ვეღარ მოახერხა და „როვიგომ“ 31:27 გაიმარჯვა.