პარლამენტში დღეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ

09.09.2022 01:43

პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმენს. გრიგოლ ლელუაშვილი დეპუტატებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მოსმენის ნაწილი, სავარაუდოდ, დახურულ ფორმატში წარიმართება. დეპუტატებს სუს-ის ხელმძღვანელთან შეკითხვები სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე აქვთ. ლილუაშვილის მოსმენის საკითხს დღეს ოპოზიციის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, კანონმდებლებმა მხოლოდ დღეს დილით გაიგეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა. ასევე უკმაყოფილების საგანია, რომ სხდომა შეიძლება დაიხუროს და ანგარიშის მოსმენა კანონმდებლებს დღის მეორე ნახევარში მოუწევთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო