მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ შურისძიების მიზნით ერთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

25.04.2019 00:40

მოსკოვში შუა ხნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ერთ-ერთ მეტროსადგურთან მოხდა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე რუსლან აბდულაევია. ის რუსეთში ავტონაწილებით ვაჭრობდა. წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. დაუდასტურებელი ცნობით, აბდულაევმა შური შვილის მკვლელობისთვის იძია. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi

გაზიარება: