ვითარება ოკუპირებულ ახალგორთან


ოკუპირებულ ახალგორში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და განათლების შეზღუდვა იქნება განხილვის მთავარი თემა დღეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ციხელაშვილის აპარატში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ირიცხებოდნენ, სასწავლო პროცესში ჩართვისა და განათლების მიღების საშუალება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის პირველი სკოლის დირექტორი, ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საჯარო სკოლის დირექტორი, მზია ფსუტური, თანამდებობებიდან გასულ კვირას გაათავისუფლეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან