ვითარება ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ

15.06.2020 03:18

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც წუხელ ხანძარი იყო, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.  წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1500 კვ.მ-დე ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო