განათლების სამინისტროს განცხადება
ქუთაისში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებულ კითხვებს განათლების სამინისტრომ უპასუხა. სამინისტროში ადასტურებენ, რომ სპეციალური კომისიის მუშაობის ფარგლებში, მასწავლებელთა ინფორმირება მოახდინეს, თუმცა ლექციები სამინისტროს წარმომადგენლებს არ ჩაუტარებიათ. „შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც ასევე შედის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ დაინტერესებულ პირებს და მათზე დასწრება არის ნებაყოფლობითი“ - ნათქვამია სამინისტროს პასუხში. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონიდან მასწავლებლები ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლებიდან სპეციალურად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებული ლექციების მოსასმენად 3, 4 და 6 ივნისს მიიწვიეს. პედაგოგთა ნაწილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასწრება სავალდებულო იყო, თუმცა, ზუსტი დეტალები ლექციასთან დაკავშირებით, არ ჰქონდათ. ქუთაისის უნივერსიტეტში, სადაც ღონისძიება ჩატარდა, აცხადებენ, რომ ლექციებს განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი, პროექტი კი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
განათლების სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
განათლების სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
განათლების სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სამინისტროს განცხადება
Tv Dia
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის საქმე
TV IMEDI