უცხოური: ჰომოფობი ვილ სმიტი, სექსუალურად შევიწროვებული პენელოპა კრუსი, სანდრა ბალოკი დედობაზე
* უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის ვაჟიშვილმამ ჯეიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი მას ქალის ტანსაცმელი მოეწონება, სიამოვნებით ჩაიცვამს მას, იმის მიუხედავად, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა. როგორც ჩანს, მის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ცნობილი მამა. ამის შესახებ ჯადა პინკეტმა ისაუბრა: „უილს ამ ფაქტზე თავისი აზრი აქვს. როდესაც პირველად გაიგო მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ, დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა საქმის კურსში. მე ვუპასუხე, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ის ბედნიერია ამით, მთავარიც სწორედ ეს არის“. * თავისი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი „ოსკარი“ პენელოპა კრუსმა ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ შესრულებული როლისთვის მიიღო, რომლის რეჟისორიც ვუდი ალენია. თუმცა როგორც ჩანს, სამართლიანობა კრუსისთვის უმთავრესია – მსახიობი მკაცრად მოითხოვს, კვლავ განიხილონ ვუდი ალენის საქმე. Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში პენელოპა აღნიშნავს, რომ გაურკვევლობაში ყოფნა მას ყველაზე მეტად არ სიამოვნებს. ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ალენის ფილმებში ის მომავალში, კრუსმა უპასუხა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მანამდე ვერ მიიღებს, სანამ აღნიშნულ საქმეზე მას მეტი ინფორმაცია არ ექნება. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული რეჟისორი საკუთარი გერის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული. * მსახიობმა სანდრა ბალოკმა, რომელსაც ბიოლოგიური შვილები არ ჰყავს და ორ აყვანილ ბავშვს ზრდის, დედობაზე ისაუბრა. 53 წლის ვარსკვლავის თქმით, ბავშვების ყოლამდე მისი ცხოვრება ცარიელი იყო, თავად კი არაფერს წარმოადგენდა. მსახიობს 8 წლის ლუისი და 6 წლის ლაილა ჰყავს, რომელთა აყვანის გადაწყვეტილებაც მას არასოდეს უნანია: „ამ ფაქტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მანამდ მე უბრალოდ დრო გამყავდა, ახლა კი ვიცი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას. წარმოუდგენლად გამიმართლა“- აღიარებს მსახიობი. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - / musicboxgeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური: რიანას ალბომი, ჯიჯი ჰადიდი, ნატალი პორტმანის ცხოვრე...
Music Box
უცხოური: კეტი და ორლანდო დაინიშნენ, რიჩარდ გირისა და სილვას...
Music Box
ოქროს საწმისი
culturegovge culturegovge
„ხალხის ძალას“ ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა - რას აპირებს ოპოზიცია და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი პიანისტის წარმატების ისტორია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური ტკბილეულობა და სპონსორის საზეიმო წარდგენა
საეჭვო კაცი