უცხოური: ჰომოფობი ვილ სმიტი, სექსუალურად შევიწროვებული პენელოპა კრუსი, სანდრა ბალოკი დედობაზე
06/12/2018
Music Box-ის
მიერ
* უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის ვაჟიშვილმამ ჯეიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი მას ქალის ტანსაცმელი მოეწონება, სიამოვნებით ჩაიცვამს მას, იმის მიუხედავად, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა. როგორც ჩანს, მის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ცნობილი მამა. ამის შესახებ ჯადა პინკეტმა ისაუბრა:
„უილს ამ ფაქტზე თავისი აზრი აქვს. როდესაც პირველად გაიგო მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ, დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა საქმის კურსში. მე ვუპასუხე, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ის ბედნიერია ამით, მთავარიც სწორედ ეს არის“.
* თავისი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი „ოსკარი“ პენელოპა კრუსმა ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ შესრულებული როლისთვის მიიღო, რომლის რეჟისორიც ვუდი ალენია. თუმცა როგორც ჩანს, სამართლიანობა კრუსისთვის უმთავრესია – მსახიობი მკაცრად მოითხოვს, კვლავ განიხილონ ვუდი ალენის საქმე.
Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში პენელოპა აღნიშნავს, რომ გაურკვევლობაში ყოფნა მას ყველაზე მეტად არ სიამოვნებს. ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ალენის ფილმებში ის მომავალში, კრუსმა უპასუხა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მანამდე ვერ მიიღებს, სანამ აღნიშნულ საქმეზე მას მეტი ინფორმაცია არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული რეჟისორი საკუთარი გერის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული.
* მსახიობმა სანდრა ბალოკმა, რომელსაც ბიოლოგიური შვილები არ ჰყავს და ორ აყვანილ ბავშვს ზრდის, დედობაზე ისაუბრა. 53 წლის ვარსკვლავის თქმით, ბავშვების ყოლამდე მისი ცხოვრება ცარიელი იყო, თავად კი არაფერს წარმოადგენდა.
მსახიობს 8 წლის ლუისი და 6 წლის ლაილა ჰყავს, რომელთა აყვანის გადაწყვეტილებაც მას არასოდეს უნანია: „ამ ფაქტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მანამდ მე უბრალოდ დრო გამყავდა, ახლა კი ვიცი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას. წარმოუდგენლად გამიმართლა“- აღიარებს მსახიობი.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - / musicboxgeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები