სახალხო დამცველის განცხადება და შეფასებები

20.01.2021 04:30

სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს და პროკურატურას გამოძიების თხოვნით მიმართავს. ომბუდსმენი ამტკიცებს, რომ ციხეებში მისი და მისი აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტები საფრთხის შემცველი გახდა. ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობისა და კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე საუბრობს, ამ პროცესების წაქეზებაში ციხის ადმინისტრაციებს ადანაშაულებს და ასახელებს კონკრეტულ თარიღებს, როცა მისი წარმომადგენლები ე.წ. მაყურებლების მხრიდან მუქარის და აგრესიის სამიზნეები გახდნენ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში პირველად ისაუბრა. ომბუდსმენის მწვავე მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი დღეს თეა წულუკიანიც იყო.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო