ვაქცინაციის პროცესზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სპეციალური კომისიის წევრებმა. იმისთვის, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია შეუფერხებლად განხორციელდეს, ამ მიზნით პრემიერის დავალებით სპეციალური კომისია ფუნქციონირებს, რომელიც ვაქცინის დროული შემოტანის, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური მიმართულებების საკითხებზე მუშაობს. ისაუბრეს მსოფლიოს მასშტაბით დღეს არსებულ პერსპექტიულ ვაქცინებზე. აღინიშნა, რომ პირველ რიგში განისაზღვრება ის მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პირველ ეტაპზე უნდა აიცრან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, უნდა იყოს აღიარებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
კოვაქსპლატფორმის გარდა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან. ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. კომისიის მუშაობაში ჩართულია ასევე საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც გააკონტროლებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები იყოს დაცული. პრემიერის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია სამუშაო შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.