ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის
06/08/2021
საქართველოს პირველი არხი ახალი ამბების გაშუქების ახალ და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტს ნერგავს. საუბარია კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე. შესაბამის ტრენინგს „მოამბის“ ჟურნალისტებს კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი უტარებს. ონლაინ-სემინარის ერთ-ერთი მთავარი თემაა, როგორ უნდა გავაშუქოთ საკითხები ისე, რომ ამ პროცესში მთავარ პრობლემაზე კონცენტრირების ნაცვლად ახალი პრობლემების ძიებას არ ვცდილობდეთ, როგორ უნდა შეასრულოს ტელევიზიამ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის თანმდევი, ანუ მედიატორის ფუნქცია და სად გადის ზღვარი აგრესიულობასა და კრიტიკულ მიდგომას შორის. ევროპული მოდელის დანერგვის პროცესში ჩვენს ტელევიზიას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ეხმარება. პოლარიზებული მედია გარემოს და ყალბი ახალი ამბების ფონზე პრობლემის ჩვენება-გადაჭრის გზებზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის დამკვიდრება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.