ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ. პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 2000 წლის შემდეგ გურული პირველი მოკრივეა, ვინც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ნინო სალუქვაძეს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლეგენდარულმა მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და პარიზში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. სალუქვაძეს ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე. ის მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ათ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლაშა გურული და მისი მეუღლე მარიამ მუმლაძე. ექსკლუზიური ინტე...
Zstudio Tbilisi
მტკივნეული შოუ #58 - სტუმრად ლაშა გურული და ლაშა გაგნიძე
Leadersport
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
07-05-21(63kg) GEORGIAN BOXING Championships.RED MAMULASHVIL...
Sergo Davlianidze
23-01-2020კრივი(63კგ)GURULI LASHA სოფიაში Aკლასის ტურნირზე მ...
Sergo Davlianidze
Zთაობა - კიბერ სივრცე | სტუმარი - ლაშა გურული - მოკრივე
პირველი არხი #ტელესკოლა
კრივის სამყარო - სტუმრად კრივის ეროვნული და U22 ნაკრებების შ...
BOXING GEORGIA
Boxing - შედეგი: 4 მედალი; 1ოქროს,2 ვერცხლის,1ბრინჯაოს.აქვე...
Sergo Davlianidze