კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, ასევე ადგილობრივი მთავრობისა და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება სპეციალური ჩირაღდნის ანთებით აღნიშნეს. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: იდლეთში, წინარეხში, ლავრისხევსა და გომისჯვარში ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა 852 ადგილობრივ ოჯახს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 30 ათას 634 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ ქვეყნის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის #303-ე განკარგულების საფუძველზე განახორციელა. შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია-ის სხვა ვიდეოები
01:00
გაზიფიცირების სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის...
00:37
წყალტუბოს სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები
01:09
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამ...
01:06
სოფელი სკანდე
00:36
სარემონტო სამუშაოები რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგის...
00:46
შეჭრითი სამუშაოები აჭარაში
01:07
შეჭრის სამუშაოები “ქუთაისი-სოხუმის” 500მმ მაგისტრა...
მსგავსი ვიდეოები
COVID-19 - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება შიდა ქართლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება შიდა ქართლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აღაიანში ცეცხლი კერძო პირის ყანიდან ბალახზე გადავიდა
netgazeti ge
„კოვიდ-19“ - ვითარება შიდა ქართლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური კასპის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster