#დღისრიცხვი
დღის რიცხვი არის 25
ამეერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა უკვე ზუსტად 25 წელს ითვლის. 2017 წლის 23 აპრილს მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი დიპლომატიური კავშირი დამყარდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული მძიმე სტარტისა და „მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვის“ მოკლე პერიოდის მიუხედავად, პარტნიორობისკენ მიმავალი გზა შეუქცევადი და მტკიცე აღმოჩნდა. საწყის ურთიერთობებს საფუძველი პოლიტიკური და თავდაცვითი საკითხევის ირგვლივ ჩაეყარა, თუმცა მოგვიანებით თანამშრომლობამ თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ხაზგასასმელია ეკონომიკური თანამშრომლობა და აშშ-ს მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც საქართველოსთვის ფუნდამენტურ როლს ასრულებს. მცირე ნაწილს ჩამოვთვლი – 2005 წლიდან დღემდე ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამერიკისგან მივიღეთ 830 მილიონი დოლარი, 2008 წლის ომის შემდეგ მილიარდი დოლარი ძალების აღსადგენად და მხოლოდ 2010დან 5 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი იუესეიდისგან. ჯამში დაახლოებით ორ მილიარდ ნახევარი დოლარი ბოლო წლებში მხოლოდ დახმარებების სახით. ამას დაუმატეთ 2000 წლიდან ამერიკაში განხორციელებული ექსპორტი, რომელიც დაახლოებით მილიარდნახევარს შეადგენს და 1.2 მილიარდიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მსუყე თანხა გამოვიდა არა?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც ჯერჯერობით მომავლის პერსპექტივას წარმოადგენს. 2011 წელს, ორივე ქვყენის იმდროინელი ლიდერი შეთანხმდა, რომ ამ საკითხზე მოლაპარკებები დაიწყებოდა. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზის გაკეთება და სავარაუდო თარიღის განსაზღვრა შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გამარტივებული სავაჭრო ხელშეკრულება სულ 20 ქვეყანასთან აქვს დაწესებული. ბოლო ორმხრივი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამხრეთ კორეასთან ძალაში 2012 წელს შევიდა.
ჰოდა, გავუფრთხილდეთ მეგობრებს
საქმიანი დილა
31/05/2017