გიორგი შაქარაშვილის საქმე


საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ფიგურანტების ხელახალი გამოკითხვა მიმდინარეობს. ჩვენებას აძლევენ მცხეთაში 18 ივნისს გამართული წვეულების მონაწილეები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. გლდანის ციხეში ექსპერტიზა უტარდება საქმეზე ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს, რომელიც სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ბრალდებულების ადვოკატები ეჭვობენ, რომ განზრახ მკვლელობის მიმართულება საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და ამ ნაწილში საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შსს ინფორმაციას მალავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან