სააკაშვილის საქმე


სასამართლო პროცესის მოახლოებასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის გარშემო ვნებათაღელვა მძაფრდება.

29 დეკემბერს დანიშნული სხდომა დიდი ალბათობით ექიმების დაკითხვით გაგრძელდება. სასჯელის გადავადების შუამდგომლობას ადვოკატები სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა კონსილიუმის შეფასებებით და ცენტრ „ემპათიის“ დასკვნით ამყარებენ, სადაც შესაძლო მოწამვლის ვერსიაცაა დაშვებული. ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად პენიტენციური სამსახური დაცვის მხარეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებას სთავაზობს, რაზეც ბიურო მზადყოფნას აცხადებს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი უწყებას არ ენდობა და ნიმუშების აღებას არ თანხმდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და გათავისუფლება ჰუმანიტარულ საფუძვლებზე, თუ სასჯელისგან თავის არიდების მცდელობა - ურთიერთგამომრიცხავი განცხადების ფონზე ცალკეული ოპოზიციური პარტიები გამოსავალს პოლიტიკურ შეთანხმებაში და ექს-პრეზიდენტის პარტიის მხრიდან დათმობებზე წასვლაში ხედავს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან