ლიანა ასათიანი
ქართული კინოს ვარსკვლავს - ლიანა ასათიანს, ხვალ, 15 ივლისს, 15:00 საათზე დიდუბის პანთეონში მეუღლის, კომპოზიტორ დავით თორაძის გვერდით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ქაშუეთის ეკლესიაში. ულამაზესი და კარგი სამსახიობო მონაცემების მქონე ახალგაზრდა ლიანა ასათიანი, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება არ ჰქონდა უმალ მოექცა ქართველი რეჟისორების ყურადღების ცენტრში. მიხეილ ჭიაურელმა "გიორგი სააკაძეში" თეკლა დედოფლის როლი შესთავაზა. სწორედ ამ ფილმიდან დაიწყო ქალბატონი ლიანას კინოკარიერა, რომლის ერთგვარ გვირგვინად იქცა თავადის ქალი მაიას სახე ლანა ღოღობერიძის ფილმში "ერთი ცის ქვეშ". ქალბატონმა ლიანამ ითამაშა ისეთ დიდ რეჟისორთა ფილმებში, როგორებიც იყვნენ ვახტანგ ტაბლიაშვილი, დავით რონდელი, სიკო დოლიძე, შოთა მანაგაძე, გიგა ლორთქიფანიძე... ერთ-ერთი უკანასკნელი მისი კინონამუშევარი გახლდათ რეზო ესაძის ფილმში "ჭერი". მაყურებელმა გულითადად შეიყვარა ლიანა ასათიანის გმირები. უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს იმკიდა საზოგადოებრივ ადგილებში ნებისმიერი გამოჩენისას. ის ჭეშმარიტი კინოვარსკვლავი გახლდათ და ამავდროულად არაჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისი. შესანიშნავი შვილებისა და შვილიშვილების დედა და ბებია. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ლიანა ასათიანი - გადაცემაში „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარდაიცვალა ლიანა ასათიანი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Pirveli Arxi (1TV) პირველი არხი - ლიანა ასათიანის ბოლო გადა...
Shota Kalandadze
#ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ! ლიანა ასათიანი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სიმღერა-"მოდი აქ დაჯექ ქალო".(ფილმიდან "გიორგი სააკაძე").
R 888
ტვ. იმედი. ლიანა ასათიანი 88შოთიკო კალანდაძის ერთერთ პირველი...
2 5
ჭრიჭინა
Nicolas JN
➕➕➕ დიდოსტატის მარჯვენა ➕➕➕ The Right Hand of the Gran...
mariamitop