ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქების დაბომბვა ისევ გრძელდება - აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკთან. საოკუპაციო ძალები ცდილობენ, მთლიანად დაიპყრონ ქალაქი, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. სერგეი გაიდაის თქმით, რუს სამხედროებს ქალაქის ალყაში მოქცევის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა უკრაინის საარტილერიო შეტევის შედეგად, საოკუპაციო ძალებმა უკან დაიხიეს. უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს, რომელსაც რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ. ასევე, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ჯარების პოზიციები ქვემეხებითა და რეაქტიული არტილერიით დაბომბეს. ავიაიერიში განხორციელდა მიკოლაევის რაიონზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. რაც შეეხება უკრაინული მხარის წინსვლას, უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების ტაქტიკური ჯგუფი, ერთ-ერთი სამხედრო ცენტრი და უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI