Forbes #30under30-ის 2022 აპლიკაციების მიღება დაიწყო

12/22/2022
Business Media Georgia-ის მიერ

საქართველოსთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა ჰყავდეს მოტივირებული და გამბედავი, რათა მათ შეძლონ საქართველოს სახელის გატანა გლობალურ აპარეზზე. სწორედ ასეთი მიზანდასახული წარმატებაზე ორიენტირებული და ნიჭიერი ადამიანების ერთგვარ ქსელს ქმნის ფორბს საქართველო პარტნიორებთან ერთად უკვე მეხუთე წელია და აცნობს მათ საზოგადოებას, ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც არ უშინდებიან ბარიერებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან. თიბისი ფორბს 30 წლამდელთა რეიტინგის პროექტის მთავარი პარტნიორია. თიბისი თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს ახალი თაობის განვითარებას და ხელშეწყობას უძღვნის. სწორედ 30 წლამდელთა პროექტის მხარდაჭერა და ახალი თაობის გაძლიერება თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ვახტანგ ბუცხრიკიძე - \"თიბისი ბანკის\" გენერალური დირექტორი;
ლიზა ხაბაზაშვილი - Concierge Tbilisi-ის მმართველი პარტნიორი;

#ForbesGeorgia #30under30

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან