საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს
06/24/2020
ახალმა საარჩევნო სისტემამ მხარდაჭერა მეორე მოსმენითაც მიიღო.
„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის ფონზე კენჭისყრის დროს ტაბლოზე 115 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა. საკონსტიტუციო ცვლილებების მოხმრეთა ეს რაოდენობა მმართველი გუნდის პროგნოზს პრაქტიკულად ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში მხოლოდ 119 დეპუტატი იმყოფებოდა, პროექტის ჩავარდნას თითქმის არავინ ვარაუდობდა. თუმცა, მეორე მოსმენის შემდეგაც აქტუალური რჩება კითხვა - ვინ არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.
მმართველი გუნდი და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ ქმედებით საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ.
დღევანდელ სესიაზე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა სულ სამმა დეპუტატმა. მათ შორის იყო კახა ოქრიაშვილი, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.