ლიზა ლეონსკაიას კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
21 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ კონცერტზე ლეგენდარულ პიანისტს ლიზა ლეონსკაიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ლიზა ლეონსკაიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ეროვნულ სიმფონიურ ორკეტრს 90 წლის იუბილე მიულოცა. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ოპერის თეატრში ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტი შესრულდა. სკრიაბინის საორკესტრო შედევრი - პოემა ექსტაზი კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფის სოლისტის დიანა მეტრეველის ხსოვნას მიეძღვნა. დიანა მეტრეველი 15 მარტს გარდაიცვალა. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მოწვევით, ლიზა ლეონსკაია თბილისში მეორე კონცერტსაც გამართავს - ლეგენდარული პიანისტი 22 მარტს რუსთაველის თეატრში სულხან ციცნაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მიიღებს მონაწილეობას. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ლიზა ლეონსკაია თბილისშია
შუადღე GDS / shuadge GDS
კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ცნობილი
Zenzakan
ლიზა ლეონსკაია
Zenzakan
პიანისტი ლიზა ლეონსკაია ოპერისა და ბალეტის თეატრში ეროვნულ ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლიზა
alan alanchik
ლიზა
alan alanchik
ლიზა
alan alanchik
ლიზა
თამუნა მეგრელიშვილი