ლიზა ლეონსკაიას კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

03/22/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

21 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ კონცერტზე ლეგენდარულ პიანისტს ლიზა ლეონსკაიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა სამინისტროს სპეციალური ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
ლიზა ლეონსკაიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ეროვნულ სიმფონიურ ორკეტრს 90 წლის იუბილე მიულოცა. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ოპერის თეატრში ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტი შესრულდა. სკრიაბინის საორკესტრო შედევრი - პოემა ექსტაზი კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფის სოლისტის დიანა მეტრეველის ხსოვნას მიეძღვნა.
დიანა მეტრეველი 15 მარტს გარდაიცვალა.
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მოწვევით, ლიზა ლეონსკაია თბილისში მეორე კონცერტსაც გამართავს - ლეგენდარული პიანისტი 22 მარტს რუსთაველის თეატრში სულხან ციცნაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მიიღებს მონაწილეობას.




http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან