ყველაზე ძვირადღირებული ღვინოების მარანი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

06/22/2021

© https://mtisambebi.ge/​​​​​​​​​ - „მევენახეებს გაგვცეს პასუხი, თუ შეისწავლა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რა გავლენას მოახდენს „ნამახვანჰესი“ ტვიშის, უსახელოურის და ხვანჭკარას, ამ სამ ძვირფას მიკროზონაზე, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში ხალხის დამაგრებისა და კუთხის შენარჩუნების ყველაზე დიდი ფაქტორია. ნებისმიერ ასაკოვან ადამიანს რომ ჰკითხო აქ, ლაჯანურჰესმა მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია გარემოზე. „ნამახვანჰესი“ თავისი უზარმაზარი დაგუბებებით, მიკროკლიმატს უარესად შეცვლის“ - თამაზ ომანაძე ერთადერთი მეღვინეა დასავლეთ საქართველოში, რომელიც უსახელოურის ბიოორგანულ ღვინოს ამზადებს. მისი მარანი ევროკავშირის სტანდარტებით 2016 წლიდანაა ბიოსერტიფიცერიბული. „ხომლის მარანის“ უსახელოურის ერთი ბოთლის მინიმალური ფასი 750 ლარია.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან