ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

21.12.2019 04:12

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. 28 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ოთხი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარი სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. რის შემდეგაც, ცოტნე გამსახურდიას ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. დაკავებულები ქალაქის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან. ადგილზე ხათუნა გაგნიძე მუშაობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო