ამერიკის ელჩი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს სამუშაოს კარგად შესრულებისთვის მადლობას უხდის.
„აქ ნამდვილად კარგი გარემოა ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლა-გაზიარებისთვის“, - აღნიშნული განცხადება კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ინტეგრირებულ ნიუსრუმში, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ამერიკის ელჩი პირველ არხს დღეს ესტუმრა, მაუწყებლის მუშაობას გაეცნო, დაათვალიერა საინფორმაციო სამსახურის სტუდიები. კელი დეგნანი ასევე გაეცნო პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ გუნდის საქმიანობას. პირველი არხის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ელჩს ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ მიაწოდეს. შეხვედრა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტელევიზიის როლი უმნიშვნელოვანესია და სწორედ საქართველოს პირველი არხი შეასრულებს მისიას, რომელსაც მედია-ობიექტურობის, დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელებისა და სანდოობის კუთხით მოიცავს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.