მშვიდობის კორპუსის 42-მა მოხალისემ ფიცი დადო


მშვიდობის კორპუსის 42-მა ახალმა მოხალისემ დღეს ფიცი დადო.  ეს მოხალისეთა მეცხრამეტე ჯგუფია, რომელიც საქართველოში იმსახურებს. მოხალისეებს შორისაა ინგლისური ენის პროგრამის 34 და ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების პროგრამის რვა მოხალისე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 11-კვირიანი წინასამსახურებრივი ტრენინგი.

ტრენინგი მოიცავდა ქართული ენისა და და კულტურის სწავლებას, სამსახურთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გაუმჯობესებას და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის ათ რეგიონში, მოხალისეთა ნაწილი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებას შეუდგება, ხოლო ნაწილი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებში იმუშავებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან