დაკავება ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტებზე

07.05.2021 01:04

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ხუთი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უნებართვოდ, დარღვევით, სისტემატურად რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. დაკავებულია ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომლებსაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ედებათ ბრალად. აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. დანაშაული ერთიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო