ვალების განულების პროგრამაში პენსიონერები ვერ მოხვდნენ

12/15/2018
balu 85-ის მიერ

14.12.2018 22:02 |

მათ ვისაც სესხის სახით პენსიის ნაწილი წინასწარ აქვთ აღებული, ახლა ყოველთვიურად თანხის განახევრებულ რაოდენობას იღებენ, რადგან ნაწილი ანგარიშიდან სწორედ ამ სესხის დასაფარად ეჭრებათ.

პენსიონერები, რომელთა შორის სოციალურად დაუცველებიც არიან, ამბობენ, რომ ისინი არასამართლიან პირობებში იმყოფებიან.

მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში არსებობისთვის საჭირო მცირე რაოდენობის თანხაც კი არ რჩებათ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გაძვირებულია მედიკამენტები და პროდუქტი.

პროექტის ოფიციალურ ჩამონათვალში მოქალაქეები გარდაცვლილ ადამიანებს პოულობენ.

არის შემთხვევები, როდესაც ირკვევა, რომ რამდენიმე ასეული ლარის განვადება ათასობით ლარის დავალიანებად ხელოვნურად იქცა.

საბანკო სფეროს სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ განულების მიუხედავად, მოქალაქეები მაინც შავ სიებში რჩებიან.

https://odishi.ge/%E1%83%A1%E1%83%90%...