„თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" დღეს საკონსულტაციო შეხვედრა „გაეროში\" საქართველოს ახალგაზრდობის ელჩმა, თორნიკე ზურაბაშვილმა გამართა. აღიშნული შეხვედრა „გაეროში\" ახალგაზრდობის წარმომადგენლის „ეროვნული ტურის\" ფარგლებში ტარდება და მის მიზანს ახალგაზრდობის პრობლემებზე და მათ ინტერესებზე საუბარი წარმოადგენს. „ეროვნული ტური\" აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში მიმდინარეობს და მის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ტარდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14PRjvm
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14PRjvm