სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს" სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი" (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5000 ლარით დაჯარიმდა. ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
1400 კგ ვადაგასული ხორცი
Formula News
თევზის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქიმიკატების და პესტიციდების კონ...
მეცხრე ტალღა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობ...
MULTIMEDIA GE
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვებს ქართული პროდუქცია გადა...
სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency
სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარეგანი პარაზიტების საწინააღმდ...
Maestro Television
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტები...
info rustavi