დისკუსია- რა უნდა შეიცვალოს განათლების სისტემაში

28.02.2014 01:42:43

16 ოქტომბერს 17:00 საათზე , პრესკაფეში "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი"-ს ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით: "საპრეზიდენტო კანდიდატების ახალგაზრდული ფრთის ხედვა საქართველოს განათლების სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებებზე" დისკუსიაზე მოხსენება გააკეთეს: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამა განათლების სისტემასთან მიმართებაში. დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის - „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის" (NED) მხარდაჭერით.

გაზიარება: