საქართველოს მოქალაქეები ყაზახეთიდან დაბრუნდნენ


ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. რეისი ქალაქ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით დაახლოებით ორი საათის წინ შესრულდა. თვითმფრინავში 70 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ისინი ამბობენ, რომ ატირაუში სიმშვიდე იყო და გამოფრენის პრობლემა არ ჰქონიათ. „მოამბემ“ ყაზახეთის მოქალაქეც ჩაწერა, რომელიც აცხადებს, რომ ყაზახეთში კომუნიკაციის პრობლემაა, შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი და მობილური ტელეფონები. დღესვე შესრულდა აქტაუ-ქუთაისის რეისი, თუმცა, მგზავრებს შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან