ნამცხვარი რომელის გემოც დაგაბრუნებთ ბავშვობაში "ციყვი" #cake

01/24/2024
Cooking with Tamara-ის მიერ

💫 \"ციყვი\"
ბავშვობის დესერტი უნდა გაგახსენოთ, ნუ ჩემთვის ბავშვობის, ბებია გვიცხობდა ხოლმე 🫶
ძალიან მიყვარდა ხოლმე და ჩართული ვიყავი პროცესში, დღეს კი ზუსტად ის რეცეპტი უნდა გაგანდოთ ბებია როგორც გვიკეთებდა.
💫 ტრადიციულად დაველოდები თქვენს შეფასებებს, რომლის კითხვაც ძალიან მიყვარს და სანამ მომზადებაზე გადავალთ, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი კულინარიული ბლოგი სადაც დაგხვდებათ ბევრი მარტივი და გემრიელი რეცეპტი 🫶 https://www.instagram.com/tamarlagaza...

ინგრედიენტები:
🔸კარაქი -250გრ
🔸შაქარი -2ჭიქა
🔸კვერცხი -6ცალი
🔸მაწონი -3ს.კ
🔸სოდა/ძმრით -1ჩ.კ
🔸ფქვილი -2ჭიქა
‼️ ბებია იყენებდა \"ნათალ\" ჭიქებს რომ ეძახდნენ 90ანებში მასეთს, მე გამოვიყენე 200გრ ჭიქა.
- ოთახია ტემპერატურის კარაქი და შაქარი უნდა გაითქვიფოს კარგად, გათეთრებამდე და \"გაფუმფულებამდე\".
- სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი და თითოეული კარგად შეათქვიფეთ.
- მაწონში გაურიეთ სოდა და დაამატეთ დანარჩენ მასას, კარგად გადაურიეთ
- ბოლოს ვამატებთ ფქვილს და ვურებთ ნიჩბით.
- ვანაწილებთ ქაღალდ ჩაფენილ საცხობზე.
-ცხვება 170-180გრადუსზე 15წუთში.
-გააგრილეთ ბოლომდე და გამოჭერით სასურველი ზომის რგოლები.
-მორჩენილი ბისკვიტი კი დაფხვენით და გამოიყენეთ მოსაყრელად.
- კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი, ჩემ მიერ გამოყენებული კრემის ვიდეოს ბმულს დაგიტოვებთ კომენტარებში.
- აქვე დაგიტოვებთ ვიდეოს რეცეპტსაც 👉

‼️ როცა ბებია აკეთებდა, თქვეფდა ხელით და ამას ჭირდებოდა 15-20წუთი, ასე უწერია რეცეპტშიც, სათქვეფის დახმარებით ამ ყველაფერს 5წუთი ყოფნის.
-

ვიდეოები „Cooking with Tamara"-ისგან