მარნეულში ძლიერი წვიმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს
მარნეულში ძლიერი წვიმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად, იაღლუჯის მთიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა ქალაქ მარნეულის ქუჩები, საცხოვრებული სახლების I სართულები, სარდაფები და შიდა ეზოები დატბორა. კერძოდ ქალაქ მარნეულის ვაჟა–ფშაველას, აღმაშენებლის, იაღლუჯის, სულხან–საბას, ლესელიძისა და ქობულეთის ქუჩების მაცხოვრებლებს სტიქიისაგან გამოწვეული წყალდიდობით სახლები და სარდაფები დაეტბორათ. ყველა ლოკაციაზე იმყოფება საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის წარმომადგენლები და მიმიდინარეობს შესაბამისი სამუშაობი. სიტუაციას პირადად ადგილზე გაეცნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. უშუალოდ ადგილზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლეობის წევრები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესბამისი სამსახურის წარმომადგენელბი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნება სტიქიის მასშტაბებისა და ზარალის დამთვლელი კომისია და მერიის კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. ამ დრომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აწარმოებს სტიქიის მიერ მიყენებულ სალიკვიდაციო სამუშაოებს. http://marneuli.gov.ge/…/1943-marneul...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სტიქია რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13
სტიქია სოფელ კირაჩმუღანლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია მარნეულში
Formula News
სტიქია მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიამ მარნეული დააზარალა
TV IMEDI
თათბირზე სადახლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხზე...
Municipality of Marneuli