ექპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი დაადგინა

10.07.2020 07:48

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომი ექვსივე პირისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვს. ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ ბუნდოვანებით მოცულ საქმეს ახალი კვალიფიკაცია ეძლევა და დღეიდან ძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით გარდაიცვალა, წყალში დახრჩობამდე კი სხეულზე ბლაგვი საგნით არაერთი დაზიანება მიიღო. მძიმედ წასაკითხმა დასკვნამ, სპორტსმენის ოჯახს შაქარაშვილის ცემის და წყალში გადაგდების ვერსია გაუმყარა. 19 წლის ფეხბურთელის საქმის გამოძიების  ვადის ამოწურვამდე ორი კვირა რჩება. სწორედ ამ პერიოდში უნდა გაირკვეს დაუმძიმდება თუ არა ბრალი 17 დაკავებულს და მისცემენ თუ არა კიდევ ვინმეს პასუხისგებაში. რეზონანსულ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია, რატომ იდო შაქარაშვილის ჩანთა მდინარესთან ხიდის საყრდენ სვეტზე და რატომ  არ დაიწყეს მეგობრებმა გაუჩინარებული შაქარაშვილის ძებნა. ძიების ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ექსპერტიზა. არ არის გამორიცხული ისიც, რომ საქმის მონაწილეები თავიდან დაკითხონ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გიორგი შაქარაშვილის საქმე
03:10

გიორგი შაქარაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
03:29

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი შაქარაშვილის საქმე - ახალი დეტალები
09:13

გიორგი შაქარაშვილის საქმე - ახალი დეტალები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი შაქარაშვილის საქმე
07:41

გიორგი შაქარაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე
01:50

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მორიგი  ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეში და ბურუსით მოცული კიდევ ერთი გარემოება
07:16

მორიგი ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეში და ბურუსით მო...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ  ერთი პირი და  ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა
05:14

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი და...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ვისი დნმ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მდინარე არაგვის პირას იპოვეს
04:42

ვისი დნმ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მდინა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო