პანიკა - თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, მე მოგკლავ

04/09/2019
პანიკა-ის მიერ

FB Page: https://www.facebook.com/bandpanika/
Recorded in: Alex Menabde home studio
წევრები:
ვოკალი/რიტმ გიტარა - კოკო ანთელავა,
ლიდ გიტარა/კლავიში - თენგო ნოზაძე,
ბას გიტარა/ვოკალი - ნიკა ნატროშვილი,
დრამი - თორნიკე ჭავჭანიძე

ლირიკა:
ვიზრდებით და ცხოვრება სულ უფრო რუტინული ხდება,
თითქოს სიზმაშივე ვხვდებით მომავალში რა მოხდება,
ყველაფერი მიდის, უკან დასახევი გზა არ არის,
ან შეცვალე რამე, ან შეეჩვიე იმას რაც არის.
შენ სახეზე ნაოჭები გაგიჩნდება,
შენ იმისგან რაც იყავი არაფერი არ დაგრჩება
და უბედურად გააგრძელებ ცხოვრებას სხვის ლოგინში
სული ამოგხდება კარგი მოგონების ლოდინში.

ვერ იტან ვერავის და არ გაქვს თავი არაფრის,
თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, ამ ღამით მე მოვალ
და ღრმა ძილში მოგკლავ.

გეგონა, რომ თაფლობის თვე უკეთესი იქნებოდა,
ჩხუბის და გინების გარდა კიდევ რამე დაგრჩებოდა,
მაგრამ იმედგაცრუების გემო მალე გაიგე,
სულ იმაზე ოცნებობ ოღონდ სახლიდან წახვიდე.
შენ ამ ფიქრებში მალე მოხუცდები
და შენი უმწეობით ყველას თვალწინ გაოცდები.
და უბედურად გააგრძელებ ცხოვრებას სხვის ლოგინში
სული ამოგხდება კარგი მოგონების ლოდინში.

ვერ იტან ვერავის და არ გაქვს თავი არაფრის,
თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, ამ ღამით მე მოვალ
და ღრმა ძილში მოგკლავ.

ცდილობ მოკლა ქმარი, გამოსავალი არ არის,
თუ ეს სიმღერა არ მოგკლავს, ამ ღამით მე მოვალ
და ღრმა ძილში მოგკლავ.