გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში, უშუქოდ, უტელეფონოდ, უინტერნეტოდ

08/28/2021

© - https://mtisambebi.ge/ გონა რუკაზე ნასოფლარადაა მონიშნული, მუდმივად აღარავინ ცხოვრობს. ონიდან 39 კილომეტრში, მდინარე ჩვეშურის ხეობაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე ამ სოფლის შესანარჩუნებლადაც არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას. არც ახლა აკეთებს, მაგრამ გობეჯიშვილებისა და ლობჯანიძეების ოთხი კომლი, კავკასიონის მყინვარებს მიბჯენილ გონას გაზაფხულიდან დაზამთრებამდე მაინც აცოცხლებს.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან