19 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული კონკურსი ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, ქანდაკების, სიმღერისა და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად ჩატარდა. გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ - წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესე („ჩემი თბილისი“ - სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის), სიმღერა, ფერწერული ნაწარმოები, ქანდაკება, ფოტო და არქიტექტურული ნაწარმოები.
ნამუშევრები შვიდი წევრისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს, ერთჯერად ფულად პრემიასთან ერთად, მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი - XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი გადაეცა.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045