„ლიბერთი ბანკის“ საჩივარი


„ლიბერთი ბანკი“ ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის 9 თანამშრომლისგან 3,5 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ბანკმა სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, თანხა ფილიალის მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. თანხების მითვისება, სავარაუდოდ დოკუმენტაციის გაყალბებით ხდებოდა. ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მენეჯერი თანამშრომლებს თანხებს უცნობი პირების ანგარიშებზე არიცხვინებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ სარჩელი მომზადების ეტაპზეა და კანონით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა მოპასუხე მხარეს. „ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ დარღვევების აღმოჩენისთანავე მასალები გადაეცა საგამოძიებო უწყებას, ბანკის ყველა ფილიალი მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში და მომხმარებლის თანხებს საფრთხე არ ემუქრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან