როგორი იქნება ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ
06/17/2019
ორანჟერეა, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ „კია-მოტორსის“ ავტოსალონს ჩაანაცვლებს, მრავალფუნქციური, ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცე იქნება, - ამის შესახებ პროექტის მთავარმა არქიტექტორმა და ორგანიზაცია „სტუდია 9-ის“ დამფუძნებელმა მამუკა ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ორანჟერეა საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას, მაღაზიებსა და არაერთ ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტს გააერთიანებს. პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 150 ხე დაირგვება. ორანჟერეის აშენება და ტერიტორიის რეკრეაციული კუთხით განვითარება ქალაქისთვის სასიკეთო იქნება არქიტექტორ ლევან ბერიძის შეფასებითაც. პროექტის ხელმძღვანელებს 20 ივნისს მოსახლეობასთან ინფორმაციული სახის შეხვედრა ექნებათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.