ექვთიმე თაყაიშვილი 150
ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავს კულტურის სამინისტრო საიუბილეო კვირეულით აღნიშნავს. 27 დეკემბერს, ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა გამოფენა „ექვთიმე 150" და ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია. გამოფენაზე პირველად წარმოდგენილი იქნა ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან დაკავშირებული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მასალები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული არქივის კოლექციებში დაცული ეროვნული საგანძური, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ქვეყანას შემოუნახა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კატალოგის პრეზენტაცია. იუნესკომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ეროვნულ მუზეუმში 23 დეკემბერს დაიწყო და 27 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით დასრულდება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ექვთიმე თაყაიშვილი 150
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
GD პედია - ანანო დოდელია - ექვთიმე თაყაიშვილი
GDS
საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუ...
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ...
abkhaziagovge
ექვთიმე თაყაიშვილი
Gaagrdzele Istoria
ექვთიმე თაყაიშვილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ექვთიმე თაყაიშვილი
fatima makalatia